„თქვენ გაბედეთ და სამსახურიდან გამომაგდეთ „ფეისბუქზე“ დადებული პოსტის გამო; 21 აპრილს, პანკისის ხეობაში მთავრობის ანტისახელმწიფოებრივი, დანაშაულებრივი, ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის შეფასების გამო; იმის გამო, რომ ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია დავაფიქსირე და პანკისელების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვედი პარლამენტის წინ. თქვენ გაბედეთ და შეეხეთ ჩემს თავისუფლებას. თქვენ დაარღვიეთ ჩემი მთავარი უფლება – სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება...
მას მერე, რაც „ფეისბუქზე“ პოსტი გამოვაქვეყნე, სამი დღის შემდეგ, დამიბარა „იმედის“ დირექტორმა, გიორგი კალანდარიშვილმა და პირდაპირ მითხრა, რომ სამსახურიდან მიშვებდნენ ჩემი სტატუსის გამო...
ამაზე მეტი ცენზურა რაღა უნდა იყოს! გამომიშვეს იმიტომ, რომ გავბედე და ჩემი აზრი ღიად გამოვხატე“, – წერს მაია სტეფნაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.
სტეფნაძის თქმით, მისი სანიმუშოდ დასჯა გადაწყვიტეს: „იმედის“ ოფიციალურო და არაოფიციალურო მმართველებო, თქვენ გადაწყვიტეთ სანიმუშოდ დაგესაჯეთ, რომ ამ ხელისუფლების უტიფრად გამპრავებელი ტელევიზიის ვერცერთმა რიგითმა პატრიოტმა თანამშრომელმა და ჟურნალისტმა, სამსახურის დაკარგვის შიშით, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა ვეღარ გაბედოს“.
მაია სტეფნაძე ამბობს, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად იბრძოლებს.
ყოფილი თანამშრომლის ბრალდებებს ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.